სასექსის ჰერცოგი, პრინცი ჰარი უკრაინაში ჩავიდა, სადაც ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში ომით დაზარალებულებს შეხვდა.
ჰარი იმყოფებოდა უკრაინის ქალაქ ლვოვის კლინიკაში, სადაც პაციენტებსა და სამედიცინო პერსონალს ესაუბრა.
ლვოვი ხშირად გამხდარა რუსული რაკეტების სამიზნე და ამიტომ, პრინცის იქ ვიზიტის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი მედიისთვის, რაც ჰარიმ უკრაინის ტერიტორია დატოვა.
პრინცმა ჰარიმ, რომელიც 10 წლის განმავლობაში მსახურობდა ბრიტანეთის არმიაში, 2014 წელს დააარსა Invictus Games - ეს არის ღონისძიება, სადაც ვეტერანი სამხედროები, რომლებიც სხვადასხვა კონფლიქტში დაშავდნენ, სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობენ.
კლინიკა, სადაც პრინცი იმყოფებოდა დაზარალებულებს უფასოდ უწევს ფსიქოლოგიურ დახმარებას, ასევე ატარებენ რეკონსტრუქციულ ქირურგიას და პროთეზირებას.
პრინც ჰარის ორგანიზაცია Invictus Games Foundation მხარს უჭერს აღნიშნულ სარეაბილიტაციო ცენტრს.