ავტორი:

როგორ მოვუაროთ ჭურჭლის სარეცხ მანქანას და როგორ ავარჩიოთ სარეცხი საშუალება - პრაქტიკული რჩევები

როგორ მოვუაროთ ჭურჭლის სარეცხ მანქანას და როგორ ავარჩიოთ სარეცხი საშუალება - პრაქტიკული რჩევები

ჭურჭლის სარეცხი მანქანა უკვე იმ სავალდებულო ტექნიკის ჩამონათვალშია, რომელიც ყველა ოჯახში უნდა იყოს. ის დიდ დახმარებას უწევს დიასახლისს, მნიშვნელოვნად ამარტივებს ყოველდღიურ რუტინას, ზოგავს დროსა და ენერგიას, ამავდროულად კი წყლის გონივრულად ხარჯვის კარგი საშუალებაცაა.

პირველ ეტაპზე, მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თავად ჭურჭლის სარეცხი მანქანა, შემდეგ კი სათანადოდ მოუაროთ მას. გაგიზიარებთ რჩევებს, რომლებიც ორივე მიმართულებით დაგეხმარებათ და თქვენს ფინანსურ თუ დროის რესურსს მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ.

ჭურჭლის სარეცხი მანქანის არჩევისას შემდეგი კრიტერიუმები უნდა გაითვალისწინოთ:

  • ზომა - არსებობს როგორც სტანდარტული - 60 სმ, ისე ვიწრო - 45 სმ;
  • დაყენების ტიპი - ჭურჭლის სარეცხი მანქანა შეიძლება იყოს როგორც ჩაშენებული, ისე დამოუკიდებელი;
  • ენერგიის მოხმარება - სხვა ტექნიკის მსგავსად ჭურჭლის სარეცხი მანქანა სხვადასხვა რაოდენობის ენერგია მოიხმარს. ენერგოეფექტურობის კლასებია – A, A+, A++, A+++. რაც მეტი პლუსია, მით ნაკლებია ენერგიის ხარჯვა;
  • ხმაურის დონე - შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ ხმაურის დონეც;
  • სარეცხი რეჟიმები და ფუნქციები - სარეცხი მანქანის მსგავსად, ჭურჭლის სარეცხ მანქანასაც უნდა ჰქონდეს სხვადასხვა რეჟიმები, მათ შორის: სწრაფი რეჟიმი, ინტენსიური რეჟიმი, ნახევრად დატვირთვა, ორთქლით გაწმენდა.

მას შემდეგ, რაც სწორად შეარჩევთ სარეცხის მანქანას, მნიშვნელოვანია, იზრუნოთ მის მოვლაზეც. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებთ იმ რეალურ შედეგს, რასაც ჭურჭლის სარეცხი მანქანისგან ელოდებით. მის ეფექტიანად მუშაობას ხელს უშლის ნაგროვები ცხიმი, კირი და ჭუჭყი. ამ დროს ჭურჭელი კარგად აღარ ირეცხება. ამავდროულად, სწორად მოვლილი მანქანის ექსპლუატაციის ვადაც მეტია.

თუ ოდესმე ჭურჭლის სარეცხი მანქანიდან დაბინდული ჭიქები ან ლაქებიანი ჭურჭელი გამოგიღიათ, შესაძლოა მიზეზი თქვენი სარეცხი მანქანა არ იყოს. სავარაუდოდ, ეს თქვენ მიერ შერჩეული სარეცხი საშუალებების ბრალი იყოს.

მანქანის მოვლასა და ჭურჭლის კარგად დარეცხვაში დიდ როლს ასრულებს ის სარეცხი საშუალებები, რომლებსაც იყენებთ. იდეალური შედეგის მისაღებად აუცილებელია სამი კატეგორიის პროდუქტის გამოყენება. ესენია: მარილი, სითხე და ჭურჭლის სარეცხი მანქანის ფხვნილი/აბები. მოდით, გავეცნოთ აღნიშნულ პროდუქტებს და აქვე რამდენიმე ჭკვიანურ ხრიკსაც შემოგთავაზებთ.

ჭურჭლის გასარეცხად დღეს ბაზარზე ხელმისაწვდომია როგორც ფხვნილი, ისე აბები. ჭურჭლის სარეცხი მანქანის ფხვნილი, აბებთან შედარებით უფრო ეკონომიურია, ვინაიდან ფხვნილის შემთხვევაში, შეგიძლიათ თავად დაარეგულიროთ რაოდენობა ჭურჭლის რაოდენობისა და დაბინძურების მიხედვით. ჭურჭლის სარეცხი მანქანის ფხვნილი იცავს მინას კოროზიისგან და უფრო დიდი ხნის განმავლობაში უნარჩუნებს სიპრიალეს. ეფექტურად უმკლავდება მიმხმარ ცხიმს, ჩაის ლაქებს და საკვების სხვა ნარჩენებს.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fgrunekraftgeo%2Fvideos%2F674047965020617%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

კარგი ფხვნილის შესარჩევად, აუცილებლად შეამოწმეთ მისი შემადგენლობა. ეცადეთ, იყოს ფოსფატების გარეშე და ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებული. არჩევანი შეაჩერეთ სანდო ბრენდზე, რომელსაც ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვის აუცილებელია, რომ გამოიყენოთ სპეციალური მარილი. ის განკუთვნილია ჭურჭლისა და სარეცხი მანქანის ნალექისა და ნადებისგან დასაცავად. არბილებს წყალს, იცავს წყლის გამაცხელებელ ტექნიკას დაზიანებისგან და ახანგრძლივებს ტექნიკის ექსპლუატაციის ვადას.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fgrunekraftgeo%2Fvideos%2F1278841166547464%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

აღნიშნული ორი პროდუქტის გამოყენების პარალელურად, დაგჭირდებათ ჭურჭლის სარეცხი მანქანის საპრიალებელი სითხე. ამ შემთხვევაში თქვენი ჭურჭელი არა მხოლოდ კარგად გასუფთავდება, არამედ ვიზუალურადაც უნაკლო იქნება, რადგან ხელს უწყობს ჭურჭლის სწრაფ გაშრობას და ხელს უშლის ნადების წარმოქმნას, არ ტოვებს წყლის ლაქებს.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fgrunekraftgeo%2Fvideos%2F1363693948101741%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

გახსოვდეთ, სწორი სარეცხი საშუალების შერჩევა და რეგულარული გაწმენდა არა მხოლოდ დაგიზოგავთ ფულს, არამედ უკეთეს შედეგსაც მოგიტანთ.

ეს კი დაპირებული ხრიკები:

ჭურჭლის სწორად მოთავსება - ქვაბები, თეფშები და მძიმე ჭურჭელი ქვედა კალათში უნდა მოთავსდეს; ჭიქები, ფინჯნები და პლასტმასები – ზედა კალათში. ყველა ნივთი ისე განათავსე, რომ წყალი და სარეცხი საშუალება თავისუფლად მიწვდეს.

არ გადაატვირთო მანქანა - ჭურჭელს შორის ადგილი უნდა იყოს. თუ ერთმანეთს ეხებიან, სარეცხი საშუალება მათ კარგად ვერ გარეცხავს.

მოასუფთავეთ დიდი ნარჩენები - სარეცხ მანქანაში ჩადებამდე ჭურჭლიდან მოაშორე დიდი საკვები ნარჩენები.

არ გამოიყენო ზედმეტი სარეცხი საშუალება – ზედმეტი რაოდენობა შეიძლება დარჩეს ჭურჭელზე და არასწორად გაირეცხოს.

R