23 აპრილს მსოფლიო წიგნის ჩუქების თვეს აღნიშნავს, 2019 წლიდან კი საქართველოში აპრილი წიგნის ჩუქების თვედ იქცა. იდეა ეკუთვნის ყველაზე დიდ წიგნის მაღაზიათა ქსელს – „ბიბლუსს“ და გიორგი კეკელიძეს.
წელსაც „ბიბლუსი“ წიგნის ჩუქების თვეს აღნიშნავს მასშტაბური კამპანიით, რომლის სლოგანიც არის „აჩუქე წიგნი, აჩუქე თავისუფლება“. კამპანიის მთავარი მიზანია წიგნიერების ხელშეწყობა, ცოდნის გავრცელება და განვითარება, როგორც შინაგანი თავისუფლების მიღწევის უმთავრესი საშუალება.
წიგნის ჩუქების კამპანიის ფარგლებში, „ბიბლუსის“ შემოქმედებითმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ პირველი წიგნი უკვე გააჩუქა. მან „მარო წერეთლის დღიური“ საჩუქრად ენათმეცნიერსა და ფილოლოგს მზექალა შანიძეს გაუგზავნა.
<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=476&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Freel%2F9458887384167025%2F&show_text=false&width=267&t=0" width="267" height="476" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>
ასევე დამატებით გვიზიარებს გასაჩუქებელი 5 წიგნის ჩამონათვალს და მოგვიწოდებს, ჩვენც ჩავერთოთ კამპანიაში და გამოვიწვიოთ მეგობრები:
როგორც გიორგი კეკელიძე აღნიშნავს, წიგნის ჩუქება აპრილის თვეში უკვე ძალიან მყარ ტრადიციად იქცა. მან წლევანდელი კამპანიის მნიშვნელობასა და სლოგანზეც ისაუბრა:
„გრძელდება ჩვენი ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ამბავი, წიგნის ჩუქების საქმე, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან მყარ ტრადიციად იქცა, წლების წინ დავიწყეთ ის და ერთგვარად ორ მოცემულობას გულისხმობს: ერთი - წიგნის ჩუქების აპრილი და მეორე - 23 აპრილი, ერთგვარი შეჯამება ამ ამბებისა ანუ წიგნის ჩუქების დღე.
წელს გადავწყვიტეთ და ძირითად სლოგანს - „აჩუქე წიგნი“ დაემატება მეორე სლოგანი, რომელიც ყოველწლიურად შეიცვლება. წელს ყველა კონტექსტმა გვიკარნახა ახალი სლოგანი - „აჩუქე წიგნი, აჩუქე თავისუფლება“. დამოუკიდებლობის საძირკველი არის ცოდნა, ეს უკვე დადასტურებული ამბავიც არის საქართველოს ისტორიაში, როდესაც უნივერსიტეტი გაიხსნა ჯერ და მერე უკვე გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა, შესაბამისად, ამ სლოგანებითვე ერთგვარად ვიწყებთ გამოწვევების ციკლს. მინდა, რომ ყველა თქვენგანი შემოუერთდეთ ამ გამოწვევებს, აჩუქოთ წიგნები მეგობრებს სლოგანით - „აჩუქე წიგნი, აჩუქე თავისუფლება“ და მე თავს უფლებას ვაძლევ, რომ გამოვიწვიო ქართული კულტურისა და მეცნიერების გიგანტური ფიგურა, ჩემი მეგობარი მზექალა შანიძე და მას ჩემგან გავუგზავნო წიგნი, რომელიც ყველა კონტექსტით უკავშირდება დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. ეს არის მარო წერეთლის დღიური, საინტერესოა, ვის გამოიწვევს თავად მზექალა შანიძე“, - განაცხადა გიორგი კეკელიძემ.
კამპანიის ფარგლებში, „ბიბლუსმა“ გადაიღო ვიდეორგოლი, რომლის მთავარ გმირს წარმოადგენს მარო მაყაშვილი, თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო, რომლის დღიურშიც ნათლად ჩანს აზროვნების, განათლებისა და თვითგანვითარების როლი, რომელიც შინაგანი თავისუფლების განმსაზღვრელი ფაქტორია.
კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა მასშტაბური აქტივობა, რომლის შესახებაც საზოგადოება მთელი თვის განმავლობაში შეიტყობს. ჩაერთეთ კამპანიაში, გამოიწვიეთ მეგობრები და გააზიარეთ თავისუფლება!
R