ორი დღეა რაც, სოციალურ ქსელში შორენა ბეგაშვილი, კლინიკიდან ფოტოებს აქვეყნებს. კადრებში ჩანს, რომ მსახიობი გადასხმებს იკეთებს. როგორც ჩანს, ბეგაშვილმა საბოლოოდ გადაწყვიტა გამომწერების ცნობისმოყვარეობა დაედასტურებინა და განაცხადა, რომ გამაჯანსაღებელ პროცედურებს იტარებს.
კლინიკაVIVAMAYR, სადაც მსახიობი გამაჯანსაღებელ პროცედურებს იტარებს, ავსტრიაში, ვორთერზის ტბის მიმდებარედ მდებარეობს. პაციენტების ნომრებიდან ულამაზესი ხედები იშლება. აღნიშნული ცენტრი სპეციალიზებულია ინდივიდუალურ მკურნალობაში, რომლის მიზანია დეტოქსიკაცია და რევიტალიზაცია.
ველნესი კურორტი აერთიანებს ტრადიციულ მაირის მედიცინას თანამედროვე თერაპიებთან. მაირის მედიცინა - ეს არის ავსტრიელი ექიმის, დრ. ფრანც ხავიერ მაირის მიერ შემუშავებული სამკურნალო მეთოდი, რომელიც ფოკუსირებულია ნაწლავის გაწმენდაზე, ჯანსაღ კვებაზე და სხეულის დელიკატურ განტვირთვაზე.
კლინიკის ვებ გვერდზე ვკითხულობთ, რომ მათ შეთავაზებაში შედის ჯანმრთელობის პროგრამები, როგორიცაა დეტოქსი, წონის კონტროლი, მოძრაობა და მობილობა, ენერგიის აღდგენა.
VIVAMAYR-ში ექიმთან პირველადი კონსულტაციისა და სრული დიაგნოსტიკის წყალობით, პაციენტისთვის ადგენენ ინდივიდუალურ თერაპიულ პროგრამას გამაჯანსაღებელი და დამამშვიდებელი პროცედურებით.
კლინიკაში მკურნალობა ცხადია ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. პროგრამების ფასი ასე გამოიყურება.
დეტოქსი და წონის კონტროლი - 1 კვირა 3.254 €-დან
პრევენცია და კეთილდღეობა - 1 კვირა 3.408 €-დან
ბალანსი და ენერგია - 1 კვირა 4.003 €-დან
მოძრაობა და მობილურობა - 1 კვირა 4.063 €-დან
უცნობია მსახიობი მარტო ეწვია გამაჯანსაღებელ ცენტრს, თუ თან ახლავს საყვარელი მამაკაცი, ბიზნესმენი მამუკა ურუშაძე.