ავტორი:

ულამაზესი ავსტრალიელი მოდელი, ლუსი მარკოვიჩი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა - "ეს დამანგრეველი ამბავია"

ულამაზესი ავსტრალიელი მოდელი, ლუსი მარკოვიჩი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა - "ეს დამანგრეველი ამბავია"

ცნობილი ავსტრალიელი მოდელი, ლუსი მარკოვიჩი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლუსი 16 წლის ასაკში ავსტრალიის Next Top Model-ის მეორე ადგილის მფლობელი გახდა.

  • გარდაცვალების მიზეზი თავის ტვინის იშვიათი დაავადებაა. მარკოვიჩი თავის ტვინის არტერიოვენური მალფორმაციით იტანჯებოდა, რის გამოც მას 2 აპრილს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა.

"ძვირფასო მეგობრებო და ოჯახის წევრებო, მწუხარებით გაცნობებთ, რომ ლუსი გარდაიცვალა", - წერია მისი პარტნიორის, კარლოსის მიერ "ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ეს დაავადება სამედიცინო ლიტერატურაში აღწერილია როგორც "სისხლძარღვების გადახლართვა, რომელიც არტერიებსა და ვენებს შორის არარეგულარულ კავშირებს ქმნის". მდგომარეობა ხშირად ქსოვილებს ჟანგბადის მიღებაში უშლის ხელს. ეს დაავადება იშვიათია და 100 000 ადამიანიდან 1-ში გვხვდება.

მოდელი გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე თავისი პრობლემების შესახებ საჯაროდ საუბრობდა.

"ძალიან ვწუხვარ ლუსი მარკოვიჩის ამბის გაგებით. მშვიდად განისვენე, ლამაზო გოგონა", - წერს დონატელა ვერსაჩე.

"ლუსი როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად ულამაზესი გოგონა იყო, მასთან მუშაობა სასიხარულო იყო, ის იყო პროფესიონალი. ამ ასაკში წაერთვა სიცოცხლე - დამანგრეველი ამბავია", - ამბობს ცნობილი ავსტრალიელი დიზაინერი ალექს პერი.

ლუსი გამოდიოდა ისეთი საერთაშორისო ბრენდების ჩვენებებზე, როგორებიცაა Givenchy, Versace, Victoria Beckham და Emporio Armani.

წყარო