ავტორი:

"არ მჭირდება მისი მანქანა...მხარდასაჭერად ვიყიდე და იცით რას ვაკეთებ?" - დონალდ ტრამპი ილონ მასკს აქებს, თუმცა ამბობს, რომ "ადმინისტრაციაში ის არ სჭირდება"

"არ მჭირდება მისი მანქანა...მხარდასაჭერად ვიყიდე და იცით რას ვაკეთებ?" - დონალდ ტრამპი ილონ მასკს აქებს, თუმცა ამბობს, რომ "ადმინისტრაციაში ის არ სჭირდება"

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მას ილონ მასკი არ სჭირდება ადმინისტრაციაში და უბრალოდ ის მოსწონს. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრას ილონ მასკიც ესწრებოდა.

  • "ილონმა ფანტასტიკური სამუშაო გასწია. მისმინეთ, ის აქ ზის და არ მაინტერესებს... მე ილონი არაფერში მჭირდება გარდა იმისა, რომ ის მომწონს“, - განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, მასკის "მხარდაჭერის ნიშნად“, ცოტა ხნის წინ შეიძინა Tesla-ს მანქანა.

"მე არ მჭირდება მისი მანქანა. ვიყიდე და მითხრეს, "ო, იაფად იყიდე?“ მე ვუთხარი არა. მე ამ მანქანაში დიდი ფული გადავიხადე. მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, ის შესანიშნავ მანქანებს ამზადებს და ეს მხოლოდ მხარდაჭერის ნიშნად გავაკეთე.

და იცით რას ვაკეთებ? ოფისში მყოფ ხალხს ვაძლევ უფლებას რომ ამ მანქანით იარონ. მარგო, ნატალი... ამ ყველაზე ლამაზი მანქანით მოძრაობენ. ეს მშვენიერია, მაგრამ უბრალოდ მხარდაჭერის ნიშნად გავაკეთე“, - აღნიშნა ტრამპმა.

შეხვედრაზე იმყოფებოდა ილონ მასკიც, ის თავს აქნევდა და იღიმებოდა.

ბოლო დროს მედიაში ხშირად წერენ იმის შესახებ, რომ შესაძლოა, მასკისა და ტრამპის ურთიერთობა დაიძაბა, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ტრამპის მიერ ტარიფების დაწესებამ მასკის კომპანიებიც აზარალა. ილონი აშშ-ის "მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს" ხელმძღვანელობს. სავარაუდოდ, ის ამ პოზიციას მაისში დატოვებს.