ავტორი:

ზურა ჯაფარიძის განცხადებით, პროკურატურაში დაიბარეს

ზურა ჯაფარიძის განცხადებით, პროკურატურაში დაიბარეს

"კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, პროკურატურაში დაიბარეს.

როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, საქმე ეხება იმას, თუ რატომ არ გამოცხადდა პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში.

"ახლა " პროკურატურა“ მიბარებს, წულუკიანთან რატომ არ მიხვედიო, მერე "სასამართლო“ დამიბარებს, პროკურატურაში რატომ არ მიხვედიო?“, -წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, "ნაციონალურის მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, კომისიაზე არგამოცხადების გამო, ნიკა გვარამიასთან, ზურაბ ჯაფარიძესა და გივი თარგამაძესთან დაკავშირებით პროკურატურას 8 აპრილს მიმართა.