ავტორი:

ტრაგედია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში -  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 წლის ბავშვი დაიღუპა

ტრაგედია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში -  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 წლის ბავშვი დაიღუპა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი წლის გოგო დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, 7 წლის ბავშვს სოფლის ცენტრალურ გზაზე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.