საქართველოს ეროვნული ნაკრების დღევანდელი წარმატებები ისტორიის ნაწილი ხდება, ქართველი ფეხბურთელები კი სულ უფრო და უფრო პოპულარულები ხდებიან. ამ სტატიაში გაგაცნობთ ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრების პატარა შვილებს, რომლებიც შესაძლოა, თავადაც გახდნენ მომავალში ცნობილი სპორტსმენები და გააგრძელონ მამების დაწყებული გზა.
ამჟამად ფრანგული პსჟ-ს ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია მამა 2024 წლის 21 აგვისტოს გახდა. დამიანე კვარაცხელიას საქართველოში დაიბადა, რის მერეც გ "კვარა" მეუღლესთან ერთად სამშობლოდან ნეაპოლში დაბრუნდა, სადაც იმხანად თამაშობდა. კვარაცხელიებს რამდენიმე თვეში პარიზში მოუწიათ გადასვლა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელი ევროპაში ცხოვრობს, მნიშვნელოვან დღესასწაულს სამშობლოში ატარებს. 19 დეკემბერს დამიანე საქართველოში, სამთავროს მონასტერში მოინათლა. 5 მარტს კი ხვიჩამ ჩემპიონობა მეუღლესთან ნიცასთან და პატარა დამიანესთან ერთად, პსჟ-ს ჩემპიონობა სტადიონზე იზეიმა. იმ მატჩში ხვიჩა საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს პატარა დამიანე მამიკოსთვის გადაცემული ჯილდოთი როგორ თამაშობს.
საქართველოს ნაკრებისა და ბუნდეს ლიგის ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის უსაყვარლესი ქალიშვილი შაი საქართველომ ზაფხულში, ეროვნული ნაკრების წარმატების პარალელურად გაიცნო, როდესაც ჩვენი ფეხბურთელების მეორე ნახევრებით საზოგადოება დაინტერესდა. ბუდუ ზივზივაძის გოგონას ვიდეოები, დღემდე ვირუსულად ვრცელდება სოციალურ ქსელში. ფეხბურთელი ნინი კვერნაძეზე რამდენიმე წელია დაქორწინებულია. წყვილი გერმანიაში ცხოვრობს და ოქროსფერთმიანი შაიც, სწორედ იქ იზრდება.
ენი მამარდაშვილი, რომელსაც საზოგადოება ჯერ კარგად არ იცნობს, გასული წლის ნოემბერში დაიბადა. გოგონა საქართველოს ნაკრების მეკარის გიორგი მამარდაშვილის პირველი ქალიშვილია. გიორგის მეუღლე, მოდელი ელენე ეპიტაშვილი, მშობიარობის შემდეგ, ნაკლებად აქტიურობს სოციალურ ქსელში. გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ საყვარელი მეკარის გოგონას ფოტოებს მალე იხილავენ.
იოანე კაკაბაძე პოლონეთში იზრდება. ის ნაკრების ფეხბურთელის ოთარ კაკაბაძის ვაჟია. ოთარ კაკაბაძემ მარიამ ჩავლეიშვილზე 2019 წელს იქორწინა. წყვილს ჯვარი თბილისში, ვაკის სამების ეკლესიაში მამა შალვამ დასწერა. იოანეც თბილისში ვაკის სამების ეკლესიაში მოინათლა, მისი ერთ-ერთი ნათლია ნაკრების წევრი საბა ლობჟანიძეა. სპორტულ მედია europop-თან ინტერვიუში ამბობს, რომ იოანეს გაჩენამ "ფლეისთეიშენის" თამაშს დაანებებინა თავი. ახლა თავისუფალ დროს მხოლოდ შვილს უთმობს.
ნაკრების საამაყო კაპიტანი გურამ კაშია, 15 წელია რაც თამთა გიგაშვილზეა დაქორწინებული. წყვილი 2021 წლიდან სლოვაკეთში ცხოვრობს და 11 წლის გოგონას, ალექსანდრას ზრდის.
ზურიკო დავითაშვილის დათი, გასული წლის დეკემბერში 1 წლის გახდა. პატარა ბიჭი საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის მეორე დღეს, ხვიჩა კვარაცხელიამ მონათლა. მაშინ მია გზირიშვილისა და ზურიკო დავითაშვილის ერთადერთი ვაჟის ნათლობის ფოტოებმა ქართული მედია მოიარა.
ავსტრიული "შტურმისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი, მეუღლე ელა ზარნაძესთან ერთად, ქალიშვილს ლივიას ზრდის. ელას ამბობს, რომ ოთარი ძალიან კარგი მამაა: "ოთო, საოცარი მამაა. ძალიან ჭკვიანი, გონიერი, კეთილი ადამიანია..."