ავტორი:

ილია თოფურია: "2008 წელს საქართველოში ვიყავი და მათი სისასტიკე საკუთარი თვალით ვიხილე. რუსების ნდობა არ შეიძლება"

ილია თოფურია: "2008 წელს საქართველოში ვიყავი და მათი სისასტიკე საკუთარი თვალით ვიხილე. რუსების ნდობა არ შეიძლება"

UFC-ის მებრძოლმა, ილია თოფურიამ PBD Podcast-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ილიამ რუსეთსა და ვლადიმერ პუტინის შესახებაც ისაუბრა.

"რუსეთ-უკრაინის ომი? მე ყოველთვის მშვიდობას ვირჩევ. ადამიანების დახოცვას კატეგორიულად ვგმობ. მართალია პოლიტიკური საკითხების შესახებ სიღრმისეულ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ რაც ვიცი და წამიკითხავს, აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთის მთავრობაში მყოფ ადამიანებს ყველა ფეხებზე ჰკიდიათ.

2008 წელს, საქართველოში ვიყავი და მათი სისასტიკე საკუთარი თვალით ვიხილე. რუსები სახიფათო ხალხი არიან და მათი ნდობა არ შეიძლება. ვიმეორებ, ჩვეულებრივ ხალხზე არ ვსაუბრობ, მე მხოლოდ პოლიტიკოსებს და იმ ადამიანებს ვგულისხმობ, რომლებიც ამ ქვეყანას მართავენ. რუსეთი დამპყრობელია.

როცა რუსები ომს იწყებენ, ფრონტის წინა ხაზზე ჩეჩნებს, დაღესტნელებსა და სხვა ერების წარმომადგენლებს აგზავნიან. ნამდვილ რუსს ომში ვერ ნახავთ. რუსები მათ იყენებენ", - განაცხადა თოფურიამ.