ავტორი:

"50 000 ფუტის სიმაღლეზე ამოაფრქვევს ფერფლს..." - მეგა ვულკანი, რომელიც 30 წელი მიძინებული იყო, მალე ამოიფრქვევა? რას ამბობენ მეცნიერები

"50 000 ფუტის სიმაღლეზე ამოაფრქვევს ფერფლს..." - მეგა ვულკანი, რომელიც 30 წელი მიძინებული იყო, მალე ამოიფრქვევა? რას ამბობენ მეცნიერები

ალასკაში, 11000 ფუტის სიმაღლის ვულკანის მახლობლად, ათობით მიწისძვრა დაფიქსირდა - ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ გაზრდილი სეისმური აქტივობა მთა "სპურის" მოსალოდნელ ამოფრქვევაზე მიანიშნებს.

  • ალასკას ვულკანის ობსერვატორიის (AVO) მეცნიერების დირექტორის, მეტ ჰენის განცხადებით, ვულკანი ჰაერში 50 000 ფუტის სიმაღლეზე ამოაფრქვევს ფერფლს. თითოეული აფეთქება სამიდან ოთხ საათამდე გაგრძელდება.

მტვრის სქელი ფენა კი ქალაქ ანკორიჯის და სხვა ახლომდებარე დასახლებებს დაფარავს.

AVO-მ ასევე აღნიშნა, რომ გრუნტის დეფორმაცია (ვულკანის ზედაპირის შეშუპება ან გადაადგილება) ბოლო დროს შეჩერდა, მაგრამ ეს ნოემბერსა და დეკემბერშიც მოხდა, თუმცა მოგვიანებით კვლავ დაფიქსირდა.

სეისმური აქტივობა სპურის მთასთან 2024 წლის აპრილში დაიწყო. გასულ თვეში ვულკანმა მწვერვალის კრატერიდან გაზის მაღალი დონე გაათავისუფლა, რაც ვულკანის შიგნით არსებული ცვლილებების მაჩვენებელია.

მთა სპური ბოლოს 1992 წელს ამოიფრქვა. 30 წელზე მეტი ხნის წინ ვულკანმა მთელი ქალაქი ანკორიჯი დაფარა ფერფლით. მტვრისა და გაზის უზარმაზარი ღრუბლის გამო შუა დღის განმავლობაში ცა დაბნელდა და ქალაქი იძულებული გახდა, აეროპორტი 20 საათით დაეხურა.

წყარო