ავტორი:

"ევროკავშირმა და აშშ-მ ქართული პროდუქცია არ აიღეს, ისინი ჩვენთან მოვიდნენ" - ლუკაშენკო

"ევროკავშირმა და აშშ-მ ქართული პროდუქცია არ აიღეს, ისინი ჩვენთან მოვიდნენ" - ლუკაშენკო

ბელარუსის ავტორიტარულმა ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ მიუთითა საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან დაახლოებაზე და გამოთქვა იმედი, რომ თბილისის მაგალითს კიევიც მიჰყვება.

"შეხედეთ, რა მოხდა საქართველოში. აი, გუშინ წავიკითხე, რომ ისინი უკვე არ გამორიცხავენ, რომ მათ შეუძლიათ, ვციტირებ, "ტერიტორიული მთლიანობა" აღადგინონ. დღეს ისინი ჩვენს ბაზარზე უკვე არა მხოლოდ ღვინოს, არამედ სხვა პროდუქტებსაც ყიდიან, რომელიც ვერსად ვერ წაიღეს. ისინი დღეს უკვე ჩვენს ბაზარზე ყიდიან არა მხოლოდ ღვინოს, არამედ სხვა პროდუქციასაც, რომლის გაყიდვაც ვერსად შეძლეს. არც ევროკავშირმა და არც ამერიკამ არ აიღო. მათ საკუთარი პროდუქციაც საკმარისი აქვთ. სად მოვიდნენ? მოვიდნენ ჩვენთან და რუსეთში. ნუ, ჩვენ საქართველოსთან ადრეც ვთანამშრომლობდით. აი გზა, რომელსაც უკრაინაც გაივლის. მაგრამ გვჭირდება ეს მძიმე გზა? არა. გამოცდილება გვკარნახობს, რომ უკრაინის ჩვენთან დაბრუნების უფრო მარტივი გზებიც არსებობს“, — განაცხადა ლუკაშენკომ.

"უკრაინელებმა ნატოში და ევროკავშირში შესვლა სცადეს. მოვლენ საღად მოაზროვნე ადამიანები, ისინი არ დაიწყებენ ჩვენი კავშირის უარყოფას. ვფიქრობ, რომ უკრაინა ჩვენთან იქნება", - აღნიშნა მან.

ლუკაშენკომ ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და სხვა ქვეყნები "აკვირდებიან" ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს (ЕАЭС).