მეცნიერები ამბობენ, რომ გეოგრაფიული ჩრდილოეთ პოლუსი მოძრაობაშია და 2100 წლისთვის შეიძლება თითქმის 90 ფუტით (27 მეტრი) დასავლეთით გადაინაცვლოს.
მიუხედავად იმისა, რომ პლანეტის რხევების უმეტესობა რეგულარული და პროგნოზირებადია, ETH ციურიხის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანის მიერ გამოწვეული ცვლილებები მალე გადაწონის ბუნებრივ ძვრებს.
სათბურის აირების ყველაზე დიდი ოდენობით ემისიის შემთხვევაში საუკუნის დასასრულს ჩრდილოეთ პოლუსის 27 მეტრით დასავლეთით გადანაცვლებაა მოსალოდნელი. შედარებით ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, პოლუსი 1900 წლის მდებარეობასთან შედარებით 12 მეტრით გადაადგილდება.
ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მსოფლიო ზღვის ყინული - გაყინული ოკეანის წყალი ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზე - რეკორდულად დაეცა.
ანტარქტიდის ზღვის ყინულმა მარტისთვის მეოთხე ყველაზე დაბალ თვიურ მოცულობას მიაღწია, რაც საშუალოზე 24 პროცენტით დაბალია.
„რადგან პოლარული მოძრაობის პროგნოზირება გადამწყვეტია ისეთი აპლიკაციებისთვის, როგორიცაა კოსმოსური ხომალდის ნავიგაცია და ღრმა კოსმოსური ტელესკოპების ორიენტაცია, კლიმატის ცვლილების პირობებში პოლარული მოძრაობის შემცირებულმა პროგნოზირებადობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ასეთი აპლიკაციების ოპერაციულ სიზუსტეზე“ - ნათქვამია ახალ კვლევაში.
ეს ცუდი იქნება დედამიწაზე სანავიგაციო სისტემებისთვის, მაგრამ კიდევ უფრო საშიში კოსმოსური ხომალდებისთვის, რადგან მათი ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა უფრო რთული იქნება.
წაიკითხეთ ასევე: