არნოლდ შვარცენეგერის ქალიშვილმა, კეტრინმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა - საზოგადოების ყურადღება კი მისი უმცროსი ძმის, კრისტოფერის საოცარმა ტრანსფორმაციამ მიიქცია.
მიუხედავად ამისა მისმა თვალსაჩინო შედეგებმა სპეკულაციები გამოიწვია, გაურკვეველია ითამაშა თუ არა რაიმე როლი წონის დაკლების საშუალებებმა, მაგალითად Ozempic-მა.
კრისტოფერი არნოლდ შვარცენეგერისა და მარია შრაივერის ვაჟია. მის გარდა წყვილს კიდევ სამი შვილი ჰყავს: ორი ქალიშვილი კეტრინი და კრისტინა და ვაჟი პატრიკი. ბოდიბილდერი და მსახიობი ასევე უკანონო შვილს ზრდის, რომელიც მას საკუთარი დიასახლისისაგან შეეძინა. თუმცა, სოციალურ ქსელებში განსაკუთრებული პოპულარობით პატრიკი სარგებლობს.