ავტორი:

რუსეთმა სუმის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანა- არიან დაღუპულები

რუსეთმა სუმის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანა- არიან დაღუპულები

რუსულმა ძალებმა სუმზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, არის ბევრი დაღუპული, - ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის მერის მოვალეობის შემსრულებელზე, არტემ კობზარზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • "დღეს, სარაკეტო დარტყმის შედეგად, ბევრი მსხვერპლია. მტერმა კვლავ დაარტყა მშვიდობიან მოსახლეობას“, - წერს კობზარი სოციალურ ქსელში.

გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც, მათ შორის ბავშვები.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს განცხადებით, რუსების მიერ უკრაინის ქალაქ სუმზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 20 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"მაშველები და პოლიცია დაზიანებების ადგილებზე პირველივე წუთებიდან მივიდნენ. ბევრი დაღუპულია. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 21 ადამიანი და სულ მცირე 20 დაშავდა. ადამიანები დაშავდნენ ქუჩებში, ავტომობილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სახლებში“, - წერს იგორ კლიმენკო.