ბზობა მშვიდობის დღეა. დღეს დილით, როდესაც ხალხი ლოცვისთვის შეიკრიბა, რუსეთმა სუმი დაბომბა - მოკლა და დაჭრა მშვიდობიანი მოქალაქეები, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, მოლდოვა უკრაინასთან ერთად გლოვობს და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას მოითხოვს.
„აგრესორმა პასუხი უნდა აგოს. ასეთ ბოროტებას გამართლება არ აქვს“, - აცხადებს მაია სანდუ.
შეგახსენებთ, დღეს დილით რუსებმა სუმზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 24 ადამიანი, 80-ზე მეტი კი - დაშავდა.