ავტორი:

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს

საქართველოს პარლამენტთან, რუსთაველის გამზირზე მყოფმა აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

პროტესტის მონაწილეებს ადგილზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშები აქვთ მიტანილი. ისინი სკანდირებენ - „საქართველო".

ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ცნობისთვის, დღეს უწყვეტი აქციის 137-ე დღეა. აქციის მონაწილეების მოთხოვნები კვლავ უცვლელია - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ მიმდინარე აქციების პერიოდში დაკავებული პირები.