წიგნის სიყვარულის თვეს — აპრილს, „ბიბლუსი“ ტრადიციულად დაუვიწყარი სიახლეებით აღნიშნავს, და წელს პირველად გაძლევთ შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოთ ვლოგერების კონკურსში - „აჩუქე წიგნი, აჩუქე თავისუფლება“.
თუ გიყვარს კითხვა, ხარ კომუნიკაბელური, გაქვს ვლოგის გადაღების გამოცდილება და გსურს სხვებს გაუზიარო შენი საყვარელი წიგნები —კონკურსში მონაწილეობა იდეალური შანსია. კონკურსის 2 გამარჯვებული მაღაზიის 2 000-ლარიანი ვაუჩერით დასაჩუქრდება.
გაიარე ქვიზი და გაიგე, რამდენად გაქვს გამარჯვების შანსი:
<div class="palettepq_container" data-href="https://myquiz.ge/personality/view/eWck7xb2eFlc5g/" data-palettepq="eWck7xb2eFlc5g"><span style="display: none;">myquiz</span></div>
კონკურსში მონაწილეობისთვის 30 აპრილის ჩათვლით უნდა შეასრულოთ შემდეგი პირობები:
გადაიღე 1-3 წუთიანი ვიდეო, რომელშიც მოკლედ მიმოიხილავ 3 ყველაზე საყვარელ წიგნს და აღნიშნავ, ვის და რატომ აჩუქებდი თითოეულ წიგნს;
ატვირთე სასურველ სოც. ქსელში (Facebook, Instagram, TikTok);
დათაგე „ბიბლუსის“ ოფიციალური გვერდი;
აღწერაში გამოიყენე ჰეშთეგები: #აჩუქეწიგნი #აჩუქეთავისუფლება
კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან „ბიბლუსის“ მიერ ჩამოყალიბებული ქულათა სისტემის საფუძველზე, რომელიც ეფუძნება შემდეგ კრიტერიუმებს:
მომხმარებელთა ჩართულობა:
კონკურსი - „აჩუქე წიგნი, აჩუქე თავისუფლება“ დასრულდება 2025 წლის 30 აპრილს, ხოლო გამარჯვებულები გამოვლინდება 2025 წლის 15 მაისს.
გამარჯვებული მონაწილეები დაჯილდოვდებიან 23 მაისს, ბიბლუსის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
„ბიბლუსის“ კონკურსის შესახებ მეტი დეტალისთვის მიჰყევით ბმულს.