“ბრიტანეთმა არა მხოლოდ მხარი დაუჭირა 1795 წლის ტფილისში ცინიკურ და სასტიკ ხოცვა-ჟლეტას, როდესაც განადგურდა თითქმის მთელი მოსახლეობა, არამედ მიაწოდა იარაღი, გაწვრთნა და ხელფასები გადაუხადა სპარსელ სამხედროებს“, -ამის შესახებ მარგარიტა სიმონიანმა “Россия 1"-ს ეთერში განაცხადა.
“1795 წელს, XVIII საუკუნის ბოლოს თბილისში საშინელი ხოცვა-ჟლეტა მოხდა, რა დროსაც უსასტიკესი, ცინიკური გზებით დახოცეს მთელი მოსახლეობა.
და ვინ უჭერდა მხარს მათ, ვინც თბილისში ხალხს ხოცავდა? ბრიტანეთი. არამხოლოდ მხარს უჭერდა, ისევე როგორც ახლა იქცევა უკრაინაში, აძლევდა შეიარაღებას, ასწავლიდა ბრძოლას, უხდიდა ხელფასებს სპარსელ სამხედროებს. ბრიტანეთი ჩვენთან, რუს ხალხთან დიდ თამაშს აწარმოებდა.
რა არის "დიდი თამაში"? გეოპოლიტიკური მეტოქეობა იმაზე, თუ ვინ არის უფრო მაგარი... ამ სამხრეთ ქვეყნებში“, - თქვა სიმონიანმა.
"როდესაც ორი ათას მლოცველს, ერთმანეთის მიყოლებით მოკვეთეს თავები, ერეკლე მეფე მუხლებზე დაჩოქილი ითხოვდა პატიებას და დედა რუსეთში შესვლას... ჩვენ კიდევ ვიხილავთ ახალ ერეკლე მეფეებს, რომლებიც დედა-რუსეთს სახლში დაბრუნებას სთხოვენ,” - თქვა პროპაგანდისტმა რუსული არხის ეთერში.