ავტორი:

რუსეთიდან აფხაზეთში ფრენები მაისის მეორე ნახევარში დაიწყება - რა დეტალებზე წერს მედია?

რუსეთიდან აფხაზეთში ფრენები მაისის მეორე ნახევარში დაიწყება - რა დეტალებზე წერს მედია?

ავიაკომპანია Ifly რუსეთსა და სოხუმს შორის ავიარეისების განხორციელებას მაისის მეორე ნახევრიდან დაიწყებს, - ამის შესახებ ავიაკომპანიის წარმომადგენელმა რუსულ მედიას განუცხადა.

  • "მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ, ფრენების დაწყების კონკრეტული თარიღი გაირკვევა. ვფიქრობ, რომ ფრენები მაისის მეორე ნახევარში დაიწყება“, - განაცხადა Ifly-ს წარმომადგენელმა.

მისი განმარტებით, ამჟამად რეგულარული რეისებისთვის მომზადების ტექნიკური ეტაპი მიმდინარეობს, ხორციელდება აეროპორტის ტექნიკური შესაძლებლობების შესწავლა Airbus A330 თვითმფრინავების მიღებისა და მომსახურების თვალსაზრისით.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ "როსავიაციამ“ ავიაკომპანიებს "iFly“-სა და „NordStar“-ს სოხუმში ფრენის ნებართვა მისცა.