"პალიტრა მედია“ 18 აპრილს 30 წლის ხდება. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ საიუბილეო თარიღის აღნიშვნას საზეიმო ღონისძიებებით არ ვგეგმავთ. თუმცა „პალიტრის“ 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ ჩვენს თანამოქალაქეებს კიდევ ერთხელ მივცეთ უნიკალური შანსი.
„გზავნილი მომავალში“ საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავს - როგორც თბილისს ისე რეგიონებს.
ამ უნიკალურ პროექტში მონაწილეობის მსურველებს “კვირის პალიტრის“ 21 აპრილის, 28 აპრილისა და 5 მაისის ნომრებში დახვდებათ სპეციალური კონვერტი და ბარათი კიდევ ერთი „გზავნილისთვის მომავალში“. კონვერტზე დატანილი იქნება შესაბამისი ინსტრუქცია. ბარათს მოათავსებთ კონვერტში, მიბრძანდებით „ბიბლუსის“ შერჩეულ მაღაზიაში და კონვერტს ჩააგდებთ ბრენდირებულ ყუთში.
წერილის გაგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 31 მაისი. თქვენი გზავნილი მოთავსდება საგანგებოდ დამზადებულ სკივრში, დაილუქება და შეინახება ეროვნულ არქივის საცავში, როგორც ეს 2000 წელს მოხდა.
2035 ან 2050 წელს კი თქვენი წერილის ადრესატები აუცილებლად შეიტყობენ, რომ მათ სახელზე წერილია.
თბილისი - კანდელაკის ქ. #7;
თბილისი - ჭავჭავაძის გამზ. #2(„ბიბლუსი გალერეა“);
თბილისი - ს/ც „გალერია თბილისი“,
თბილისი - ს/ც „გლდანი მოლი“ 1-ელი სართული;
თბილისი - ჭავჭავაძის გამზ. #74/76, მიშველაძის #5;
თბილისი - ვარკეთილი, კალოუბნის # 41;
თბილისი - ხიზაბავრის ქ.# 1;
თბილისი - ცოტნე დადიანის ქ. # 152;
თბილისი - ს/ც ქარვასლა, ცოტნე დადიანის ქ. # 7;
თბილისი - წერეთელის # 49/51;
თბილისი - თემქა 10კვ. 28 კორპ;
თბილისი - ქართულ-ამერიკული მეგობრობის #25;
თბილისი - იოსებიძის # 49;
ბათუმი - შერიფ ხიმშიაშვილის #29;
ბათუმი - აბაშიძის და ვაჟა- ფშაველას კვეთა 52/16.
რუსთავი - შარტავასა და ლომოურის ქუჩების კვეთა.
ზუგდიდი - კოსტავას ქ.# 28
საგურამო - ქუჩა პირველი.
გორი - სტალინის ქ # 9
საგარეჯო - აღმაშენებლის ქ. # 16
მცხეთა - სამხედროს # 15
ქუთაისი - რუსთაველის # 4
თელავი - ბახტრიონისა და სააკაძის ქუჩების კვეთა.
ხონი - ჭანტურიას ქ# 11, (ყოფ.გამარჯვების ქ.# 9)
ბაკურიანი - აღმაშენებლის # 14