ავტორი:

"ის გარდასახვის ოსტატია... ვერასდროს მივხვდებოდი, რომ ჩემი საყვარელი მსახიობია" - ჰოლივუდის ვარსკვლავის შეცვლილი იმიჯი

"ის გარდასახვის ოსტატია... ვერასდროს მივხვდებოდი, რომ ჩემი საყვარელი მსახიობია" - ჰოლივუდის ვარსკვლავის შეცვლილი იმიჯი

მედიაში ჰოლივუდის ვარსკვლავის, მსახიობ ჯონი დეპის ახალი ფოტო გავრცელდა, სადაც ის სულ სხვაგვარად გამოიყურება.

როგორც ცნობილია, მსახიობი ამჟამად ახალ პროექტზე მუშაობს, სახელწოდებით Day Drinker - ფილმის რეჟისორი მარკ უებია, ჯონი დეპს კი პარტნიორობას პენელოპე კრუსი გაუწევს - გავრცელებული ფოტო გადასაღები მოედნიდანაა.

  • სიუჟეტი საკრუიზო ლაინერზე ვითარდება. IMDb-ის თანახმად, ფილმი მოგვითხრობს "იდუმალ უცნობსა და ბარმენზე, რომელთა ცხოვრებაც მოულოდნელად გადაიკვეთება".

"ის გარდასახვის ოსტატია... ვერასდროს მივხვდებოდი, რომ ჩემი საყვარელი მსახიობია", - წერს მსახიობის ერთ-ერთი ფანი.

  • ემბერ ჰარდთან სკანდალური სასამართლო პროცესის შემდეგ, ეს დეპის მეორე მასშტაბური კინოპროექტია. 2023 წელს, ეკრანებზე ფრანგულენოვანი ფილმი გამოვიდა, სადაც დეპი ლუი xv-ის როლს ასრულებდა.

წყარო