ავტორი:

ინტენსიური ქვის ცვენა თეთრიწყარო-ბოლნისის საავტომობილო გზაზე, შეზღუდულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა - რა ინფორმაციას აქვეყნებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ინტენსიური ქვის ცვენა თეთრიწყარო-ბოლნისის საავტომობილო გზაზე, შეზღუდულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა - რა ინფორმაციას აქვეყნებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური ქვის ცვენის გამო, თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის საავტომობილო გზის მე-11 კმ-ზე, აღნიშნული გზის კმ8-კმ12 მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის საავტომობილო გზის მე-11 კმ-ზე ინტენსიური ქვისცვენის გამო, აღნიშნული გზის კმ8-კმ12 მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე, ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია,“ - აღნიშნულია განცხადებაში.