ავტორი:

“უმძიმესი სიტუაციაა, ქალი დავარდა, გული წაუვიდა“ - “ლილო მოლის“ ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია: რას ჰყვებიან თვითმხილველები

“უმძიმესი სიტუაციაა, ქალი დავარდა, გული წაუვიდა“ - “ლილო მოლის“ ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია: რას ჰყვებიან თვითმხილველები

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, “ლილო მოლის“ ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

თვითმხილველების ინფორმაციით კი, ხანძრის შედეგად 30-მდე მაღაზია დაიწვა. როგორც მოვაჭრეები აღნიშნავენ, ხანძარი დილით, 08:30 საათზე გაჩნდა.

  • “მაღაზიები დაიწვა, უმძიმესი სიტუაციაა, ქალი დავარდა გული წაუვიდა ერთს, მეორეს.. სასწრაფოებმა წაიყვანეს - ამბობს “ტვ პირველთან“ ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე.

“ზარალი ძალიან დიდია. შარვალ-კოსტიუმები, ჩინეთიდან და თურქეთიდან ჩამოტანილი საქონელი... დაახლოებით 20-30 მაღაზია იქნება დამწვარი. იყო ერთი შესული და ბევრია დამწვარი, ძვირადღირებული ტანსაცმელი, შარვალ-კოსტიუმები.

ეს ყველაფერი ჩემს წინ ხდებოდა. გუშინ მთელი დღე შუქი არ იყო. დღეს რომ ჩართეს შუქი, ვიღაცას “პლიტა" ჰქონდა ჩართული დატოვებული და დილით შუქი რომ ჩაირთო, უცებ მოხდა", -აღნიშნავს თვითმხილველი “ტვ პირველთან“.

ფოტო: ტელეკომპანია პირველი