ავტორი:

მასკის "ჰარემი" და "ბავშვების ლეგიონი" - რა არის ცნობილი ადგილზე, სადაც ილონს სურს, რომ მისი შვილების დედებმა ერთად იცხოვრონ

მასკის "ჰარემი" და "ბავშვების ლეგიონი" - რა არის ცნობილი ადგილზე, სადაც ილონს სურს, რომ მისი შვილების დედებმა ერთად იცხოვრონ

ახალგაზრდა ქალი ეშლი სენტ კლერი, რომელსაც მილიარდერ ილონ მასკისგან შვილი ჰყავს, ამბობს, რომ მასკმა მას მილიონები შესთავაზა დუმილის სანაცვლოდ, რასაც ქალი არ დათანხმდა..

  • 26 წლის ინფლუენსერმა თქვა, რომ მასკისგან ბავშვი მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში გააჩინა. მან დასადასტურებლად დნმ-ის ტესტის პასუხიც გამოაქვეყნა.

საჯაროდ ცნობილია, რომ ახალშობილი მილაირდერის მე-14 შვილია. თუმცა სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ილონს გაცილებით მეტი რაოდენობის შვილი ჰყავს.

სენტ კლერის თქმით, ბიჭუნას რომულუსი დაარქვეს. მასკს საჯაროდ არასდროს უღიარებია, რომ ბავშვი მისია და წყვილს შორის ამჟამად სასამართლო დავაა.

  • ქალი DailyMail-თან ამბობს, რომ სამართლებრივი დავისას ის უამრავ ფინანსურ სირთულეს აწყდება და თავისი Tesla-ც კი გაყიდა.

კლერის თქმით, მასკმა სიჩუმის სანაცვლოდ ერთჯერადად 15 მილიონი დოლარი, პლუს თვეში 100 000 დოლარი შესთავაზა. ილონის სურვილი იყო, რომ ქალს ბავშვის შესახებ არაფერი ეთქვა, სანამ ის 21 წლის არ გახდებოდა.

  • კლერს მასკის წარმომადგენელმა, ჯარედ ბირჩოლმა უთხრა, რომ შეთანხმებები (განსხვავებული შინაარსის) მასკს თავისი სხვა შვილების დედებთანაც აქვს, რომელთა შორისაც არიან პოპ-ვარსკვლავი გრაიმსი და Neuralink-ის აღმასრულებელი დირექტორი, შივონ ზილისი.

როგორც კლერი იხსენებს, მასკმა მოითხოვა, რომ მას მშობიარობა საკეისრო კვეთით გაეკეთებინა, რადგან ილონს სჯერა, რომ ასე დაბადებული ბავშვი უფრო ჭკვიანია. სენტ კლერს, რომელიც ებრაელია, ბუნებრივად მშობიარობა უნდოდა და ამიტომ, ამ მოთხოვნაზე მილიარდერს უარი უთხრა.

წყვილმა 2023 წლის გაზაფხულზე სოციალურ ქსელში გაიცნო ერთმანეთი და მასკმა ის X-ის ოფისის დასათვალიერებლად, სან-ფრანცისკოში დაპატიჟა. საბოლოოდ, მილიარდერმა გოგონა თავისი კერძო თვითმფრინავით, როდ-აილენდში წაიყვანა, სადაც ერთ-ერთი შვილი უნდა მოენახულებინა. მასკი ხშირად საუბრობდა სენტ კლერთან შვილების ყოლაზე და როგორც ქალი იხსენებს, პირველი სექსის შემდეგ უკვე ეუბნებოდა, რომ ბავშვის სახელი აერჩია. 2024 წელს, ახალი წლის შემდეგ, არდადეგებზე სენტ კლერმა მას უთხრა, რომ ოვულაცია ჰქონდა. მასკმა იკითხა: "რას ველოდებით?" სენტ კლერმა თქვა, რომ რომულუსი მალევე ჩაისახა.

  • ქალი ჰყვება, რომ მასკმა სცადა, სენტ კლერი ოსტინის "კომპლექსში" გადაეყვანა, რათა მათ დრო ერთად გაეტარებინათ მილიარდერის "ბავშვების ლეგიონთან" ერთად, როგორც ის თავად უწოდებს.

"დეილი მეილის" ცნობით, მასკს სურს ერთსა და იმავე სამეზობლოში რამდენიმე საცხოვრებელი მოაწყოს, სადაც მისი შვილები და შვილების დედები ერთად იცხოვრებენ. მასკის შვილების რაოდენობა კი ინსაიდერების თქმით, "ბევრად მეტია", ვიდრე ცნობილია.

დედებიდან ერთ-ერთი, ვინც ამ ადგილას ცხოვრობს, ზილისია, ამ ადგილს ზოგჯერ მასკიც აკითხავს. წყაროს ცნობით, იქ ცხოვრება ილონმა გრაიმსსაც შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

ზილისი განიხილება, როგორც მასკის "დამასტაბილურებელი ძალა", რომელსაც "განსაკუთრებული სტატუსი" აქვს მის ცხოვრებაში. მასკი მასთან დროს ატარებს და ხშირად იწვევს მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, მათ შორის - თეთრ სახლში.

ამ ყველაფრის ფონზე, როგორც ცნობილია, მასკი კვლავ ახალი პოტენციური დედების ძიებას აგრძელებს, მათ შორის კი მომხიბვლელი ჟურნალისტი, ტიფანი ფონგია, რომელსაც მასკმა ჰკითხა, სურდა თუ არა მას “ლეგიონში შესვლა”.

ფონგმა უარი უთხრა და აღნიშნა, რომ მას უფრო ტრადიციული ოჯახი სურს. მისივე თქმით, ის მასკს პირადად არასდროს შეხვედრია.

წყარო