ავტორი:

დაუჯერებელი ამბავი: ღაზაში ცახალის სამხედროებმა იპოვეს ისრაელიდან პატრონთან ერთად გატაცებული ძაღლი -  ალექსი ტერორისტებმა მოკლეს, ბილი ოჯახს დაუბრუნდა

დაუჯერებელი ამბავი: ღაზაში ცახალის სამხედროებმა იპოვეს ისრაელიდან პატრონთან ერთად გატაცებული ძაღლი -  ალექსი ტერორისტებმა მოკლეს, ბილი ოჯახს დაუბრუნდა

ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედროებმა ღაზის სექტორის ქალაქ რაფაში, რომელიც ეგვიპტეს ესაზღვრება, იპოვეს ძაღლი, რომელიც წელიწად ნახევრის წინ ნირ ოზის კიბუციდან ტერორისტებმა გაიტაცეს. 3.5 წლის, კავალიერ კინგ ჩარლზ სპანიელი, სახელად ბილი ტერორისტების თავდასხმის დროს გაუჩინარდა. ამ ცოტა ხნის წინ, ის რაფაში საომარი მოქმედებების დროს, "გოლანის“ მებრძოლებმა იპოვეს. ისრაელში ჩაყვანის შემდეგ, ძაღლი ვეტერინართან წაიყვანეს, სადაც ჩიპის მეშვეობით მისი მფლობელის ვინაობა დაადგინეს. ასე აღმოჩნდა, რომ ის ეკუთვნის რახელ დანციგს - ისრაელელი ისტორიკოსის ალექს დანციგის ქვრივს.

75 წლის ალექს (ალექსანდრე) დანციგი "ჰამასის" ტერორისტებმა 2023 წლის 7 ოქტომბერს გაიტაცეს და ტყვეობაში მოკლეს (მისი გარდაცვალება ოფიციალურად 2024 წლის 22 ივლისს დადასტურდა). ალექსის ცხედარი, კიდევ ხუთი მძევლის ცხედართან ერთად, ღაზიდან 2024 წლის 20 აგვისტოს ისრაელში IDF-ის სპეციალური ოპერაციის დროს გადაასვენეს. ალექს დანციგი იყო პოლონური წარმოშობის ისრაელელი ისტორიკოსი, იად ვაშემის ინსტიტუტის თანამშრომელი, ებრაულ-პოლონური ურთიერთობების აქტივისტი და ფერმერი. დანციგის ცოლი და შვილიშვილები თავდასხმას თავშესაფარში დამალვით გადაურჩნენ. სამწუხაროდ, ის და ბილი მტრის ხელში ჩაცვივდნენ... ალექსი მოკლეს, ბილი კი ამდენი ხნის მერე ოჯახს დაუბრუნდა...

ალექს დანციგი

ისრაელის მე-12 არხის ინფორმაციით, ძაღლი "გოლანის“ მე-13 ბატალიონის რეზერვისტმა ავიად შაპირამ იპოვა.

"მივედი ჯავშანტრანსპორტიორთან და დავინახე, როგორ მორბოდა ჩემკენ საყვარელი ძაღლი, პირდაპირ ხელებში შემომახატა. მაშინვე გადავწყვიტე, რომ მას აუცილებლად წავიყვანდი ისრაელში. ფაქტობრივად, ვიბრძოლე იმისთვის, რომ ჩემთან ერთად წამოსულიყო", - ამბობს ის.

მისი თქმით, ბილიმ მასთან ერთად ღაზაში ოთხი დღე გაატარა. მალე ბიჭი ისარაელში თავის ოჯახში დაბრუნდა და ბილიც მათთან ერთად იყო. მოგვიანებით ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაში წაიყვანა, სადაც ჩიპის მეშვეობით დაადგინეს, რომ ის კიბუც ნირ-ოზის მკვიდრს ეკუთვნოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს იყო. ოჯახი, რომელმაც 7 ოქტომბერს უდიდესი ტკივილი გამოიარა.

აღსანიშნავია, რომ ბილი ერთადერთი ძაღლი არ არის, რომელიც 7 ოქტომბრის იმ ტრაგიკულ შაბათს ნირ-ოზიდან გაიტაცეს. გატაცებულები არიან ასევე ჰასკის ჯიშის ლუნა და შერეული ჯიშის კეისი. მათ შესახებ დღემდე არაფერია ცნობილი. სხვა ორი ძაღლი - ჩუტი და ტიკა ასევე ნირ-ოზიდან წაიყვანეს, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს და დაბრუნდნენ ისრაელის ტერიტორიაზე.

ავტორი: მიხეილ ხაჩიძე

  • ნახეთ ბილის ოჯახში დაბრუნების ვიდეო