ავტორი:

გერმანელი ექიმი 15 პაციენტის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს - რას აცხადებენ სამართალდამცველები

გერმანელი ექიმი 15 პაციენტის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს - რას აცხადებენ სამართალდამცველები

პალიატიური მზრუნველობის გერმანელ ექიმს 15 პაციენტის მკვლელობაში ადანაშაულებენ. მას ბრალი სასიკვდილო მედიკამენტების კოქტეილის გამოყენებაში წარუდგინეს.

როგორც მედია წერს, 40 წლის მამაკაცმა კვალის დასაფარად, ზოგიერთი სავარაუდო მსხვერპლის სახლში ცეცხლი გააჩინა.

  • ვარაუდობენ, რომ 1021 წლის სექტემბრიდან 2024 წლის ივლისამდე მან 12 ქალი და 3 მამაკაცი მოკლა. თუმცა პროკურორების განცხადებით, შესაძლოა მსხვერპლთა საერთო რაოდენობა მეტიც იყოს.

პროკურორების თქმით, ექიმი, რომლის ვინაობაც კონფიდენციალური რჩება, თავს დამნაშავედ არ ცნობს. მას ბრალად ედება პაციენტებისთვის ანესთეტიკებისა და მიორელაქსანტების მიცემა, მათი თანხმობის გარეშე.

“რელაქსანტმა სასუნთქი კუნთების პარალიზება მოახდინა, რამაც გამოიწვია სუნთქვის გაჩერება და სიკვდილი წუთებში“, - ნათქვამია პროკურორების განცხადებაში.

მსხვერპლთა ასაკი 25-დან 94 წლამდე მერყეობს.

წყარო