Blue Origin-ის კოსმოსში ფრენის შემდე ინტერნეტში შეთქმულების თეორიები გავრცელდა. მას შემდეგ, რაც New Shepard-ის კაფსულა დედამიწაზე დაეშვა, Blue Origin-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა ამაყად გააღო კარი სპეციალიზებული ხელსაწყოთი, რათა ეკიპაჟის წევრებს მისალმებოდა.
შეთქმულების თეორეტიკოსებმა მაშინვე გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფრენა გაყალბებული იყო.
"კოსმოსი უზარმაზარი, რთული და დიდწილად მიუწვდომელია ადამიანების უმეტესობისთვის - ამ კონტექსტში, ზოგიერთისთვის უფრო ადვილი ხდება ოფიციალური ნარატივის ეჭვქვეშ დაყენება“ - განაცხადა დანიელ ჯოლიმ, შეთქმულების ფსიქოლოგიის ექსპერტმა.
შეგახსენებთ, რომ კოსმოსში 11-წუთიანი ფრენის შემდეგ, 6 ქალისგან შემდგარი ჯგუფი, დედამიწაზე წარმატებით დაეშვა. კოსმოსური ხომალდის ბორტზე იმყოფებოდნენ: ამერიკელი მომღერალი კეტი პერი, Blue Origin-ის მფლობელის, ჯეფ ბეზოსის საცოლე ლორენ სანჩესი, CBS-ის წამყვანი გეილ კინგი, NASA-ს ყოფილი სარაკეტო მეცნიერი აიშა ბოი, სამოქალაქო უფლებების აქტივისტი ამანდა ნგუენი და კინოპროდიუსერი კერიან ფლინი. ეკიპაჟს სათავეში ლორენ სანჩესი ჩაუდგა.
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა 1963 წლის შემდეგ, როცა კოსმოსური ხომალდის ბორტზე მხოლოდ ქალები იყვნენ. მაშინ, ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, კოსმოსში საბჭოთა ასტრონავტი ვალენტინა ტერეშკოვა მარტო გაფრინდა.