ავტორი:

30 დაშავებული, 5 დაღუპული, მათ შორის ბავშვები - ოკუპანტი დნიპროს დაესხა თავს: “20 წუთს განმავლობაში 10-ზე მეტი აფეთქების ხმა გაისმა“

30 დაშავებული, 5 დაღუპული, მათ შორის ბავშვები - ოკუპანტი დნიპროს დაესხა თავს: “20 წუთს განმავლობაში 10-ზე მეტი აფეთქების ხმა გაისმა“

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, დნიპროზე რუსული დრონების მასშტაბური თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის არის ბავშვი.

დაშავებულია 30 მშვიდობიანი მოსახლე, კლინიკაში გადაყვანილია 5 მცირეწლოვანი.

მედიის ცნობით, დაზიანდა 15-ზე მეტი საცხოვრებელი შენობა, სტუდენტური საერთო საცხოვრებლები, საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობები, კვების ობიექტები და ავტომობილები.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, “20 წუთის განმავლობაში, 10-ზე მეტი აფეთქების ხმა გაისმა“. “შაჰედებით“ თავდასხმის შედეგად ქალაქში გაჩნდა ხანძრის კერები. სამუშაოებში 173 მაშველი და სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის 37 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული. ამჟამად ყველა კერა ლიკვიდირებულია.

  • ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის განცხადებით, საავადმყოფოებში რჩება 16 პაციენტი, ერთი მძიმე მდგომარეობაშია.

დაღუპულთა შორისაა 16 წლის გოგონაა. როდესაც მან დრონის ხმა გაიგო, სახლისკენ გაიქცა, თუმცა შეფარება ვერ მოასწრო.