ავტორი:

"მინდა, დასავლეთი კვლავ დიდებული გახდეს" - მეგობრული გარემო ოვალურ კაბინეტში: დეტალები ტრამპისა და ჯორჯია მელონის შეხვედრიდან (ფოტოები)

"მინდა, დასავლეთი კვლავ დიდებული გახდეს" - მეგობრული გარემო ოვალურ კაბინეტში: დეტალები ტრამპისა და ჯორჯია მელონის შეხვედრიდან (ფოტოები)

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის შეხვდა. დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებების შემდეგ, მათ ოვალურ კაბინეტში, ჟურნალისტების წინ ისაუბრეს და მათ კითხვებს უპასუხეს.

ატმოსფერო ოვალურ კაბინეტში საკმაოდ თბილი და მეგობრული იყო.

ტრამპის თქმით, ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთის პასუხი მიმდინარე კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი.

  • კერძოდ, ტრამპს ჰკითხეს, რა მომენტში მიიღებს ის გადაწყვეტილებას არის თუ არა რუსეთი მზად ცეცხლის შეწყვეტისთვის და, საჭიროების შემთხვევაში, გააძლიერებს თუ არა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს.

“ვნახავთ რა [პასუხი] იქნება. მათგან პასუხს მიმდინარე კვირის განმავლობაში გავიგებთ, რეალურად ძალიან მალე და ვნახავთ. გვინდა, რომ სიკვდილი და მკვლელობა შეწყდეს”, - განაცხადა ტრამპმა.

  • იტალიის პრემიერმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, "ევროპა კვლავ გახდება დიდებული". ჯორჯია მელონის თქმით აშშ-ს და ევროპას სურთ, რომ "დასავლეთი გახდეს კვლავ დიდებული".

მისივე თქმით, ტრამპი დათანხმდა ოფიციალური ვიზიტით მიწვევას რომში. მელონი განმარტავს, რომ რომში ტრამპის ვიზიტი მხოლოდ იტალიას არ ეხება და ეს ეხება მთელ ევროპას.

"როდესაც დასავლეთზე ვსაუბრობ, არ ვგულისხმობ გეოგრაფიულ სივრცეს, მე ვსაუბრობ დასავლურ ცივილიზაციაზე და მინდა, რომ ეს ცივილიზაცია უფრო ძლიერი გავხადო", - დასძინა იტალიის პრემიერ მინისტრმა.

აღსანიშნავია შეხვედრის ის ნაწილი, როცა ტრამპმა უკრაინასთან მინერალების შეთანხმების შესახებ ისაუბრა. მან თქვა, რომ შეთანხმებას ხელს მომდევნო კვირაში, ხუთშაბათს მოაწერენ.