ორდღიანმა უწყვეტმა წვიმამ აზერბაიჯანში პრობლემები შექმნა, განსაკუთრებით შაბრანისა და გუბას რეგიონებში.
მდინარის ნაპირზე მდებარე სოფელ ხალფალარში წყალმა წაიღო ხიდები, დატბორა სახლები და ფერმები, ადგილობრივების თქმით, ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა კვლავ რჩება.
"60 წლის ვარ და მდინარეში წყლის დონე ასე ამაღლებული ჯერ არ მინახავს. კაშხალი რომც ყოფილიყო, წყალდიდობას ვერაფერი შეაჩერებდა. მდინარის ნაპირზე სახლები დატბორილია", - ამბობს ადგილობრივი მედიასთან.
<blockquote class="twitter-tweet"><p lang="zxx" dir="ltr"><a href="https://t.co/rRXypU8lRQ">pic.twitter.com/rRXypU8lRQ</a></p>— Newsfeed (@Newsfeed883920) <a href="https://twitter.com/Newsfeed883920/status/1912827022604149031?ref_src=twsrc%5Etfw">April 17, 2025</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>
სახიფათო ზონაში მდებარე რამდენიმე სოფლის ბინადრების ევაკუაცია მოხერხდა.
სიაზანის რაიონში წვიმის შემდეგ, ისევე როგორც შაბრანში, ღვარცოფმა დააზიანა გაზსადენი, რის გამოც ასობით აბონენტი გაზის გარეშე დარჩა. ხაჭმაზის რაიონში დატბორილია ათობით სოფელი.
შაბრანის რაიონში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, დაღუპულია 3 ადამიანი, რომლებიც ღვარცოფში მოჰყვნენ. როგორც ირკვევა, ისინი ნავთობისა და გაზის წარმოების დეპარტამენტის "სიაზანნეფტის“ თანამშრომლები იყვნენ.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ბაქოშიც - ქუჩებსა და გზებზე კოლაფსი გამოიწვია, გავრცელდა ვიდეოები, რომელშიც ჩანს, წყალში ჩაძირული მანქანები, დაიტბორა ბაგიროვის ხიდი.
ამჟამად წვიმამ გადაიღო, ვითარება ნორმალიზებულია, მუშაობას განაგრძობენ სამაშველო სამსახურის ბრიგადები.