ავტორი:

სროლა ფლორიდის უნივერსიტეტში: 20 წლის ეჭვმიტანილმა პოლიციელი დედის იარაღით 2 ადამიანი მოკლა, 5 - დაიჭრა - რა ხდება ცნობილი?

სროლა ფლორიდის უნივერსიტეტში: 20 წლის ეჭვმიტანილმა პოლიციელი დედის იარაღით 2 ადამიანი მოკლა, 5 - დაიჭრა - რა ხდება ცნობილი?

შეიარაღებულმა პირმა ქალაქ ტალაჰასიში, ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარ კამპუსში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაიჭრა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ფენიქს იკნერი

სამართალდამცავების ინფორმაციით, მოკლული პირები სტუდენტები არ იყვნენ.

დაკავებულია თავდასხმაში ეჭვმიტანილი 20 წლის ფენიქს იკნერი, რომელიც ლეონის ოლქის შერიფის მოადგილის შვილია. ის ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი თავდამსხმელიც დაჭრილია და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამართალდამცავი ორგანოს წყარომ განაცხადა, რომ ის საპასუხო სროლისას დაიჭრა. კამპუსში გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ააქვთ პოლიციელებს სასწრაფო დახმარების მანქანაში ჯაჭვიანი ბორკილები და უცნობ პირს ფეხებზე აბამენ.

ჯესიკა ინკერი - დანაშაულში ეჭვმიტანილის დედა

გავრცელებული ინფორმაციით, პისტოლეტი, რომელიც ეჭვმიტანილს დაკავებისას აღმოაჩნდა, მისი დედის ძველი სამსახურებრივი იარაღია, რომელიც ამჟამად ქალის პირად მფლობელობაში იყო.

”სამწუხაროდ, მის შვილს ჰქონდა წვდომა ქალბატონი ინკერის ერთ-ერთ იარაღზე, რომელიც შემთხვევის ადგილზე აღმოაჩინეს,” - თქვა ლეონის ოლქის შერიფმა და დასძინა, რომ ეს უკიდურესად ტრაგიკულია ფაქტია. მან ეჭვმიტანილის დედაზე - თავის მოადგილეზეც ილაპარაკა და განაცხადა: "ქალბატონი ინკერი პოლიციაში 18-წლიანი სამსახურის განმავლობაში განსაკუთრებული იყო".

მომხდარს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და სირცხვილი უწოდა, თუმცა განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ქვეყანაში იარაღის შესახებ კანონმდებლობის შეცვლას შეეცდება. ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "სროლას იარაღი კი არა, ხალხი ახორციელებს“.