ავტორი:

“ხონში, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა 15 წლის ფეხბურთელი“ - ცნობილი ხდება ავარიისას დაღუპული ერთ-ერთი არასრულწლოვანის ვინაობა

“ხონში, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა 15 წლის ფეხბურთელი“ - ცნობილი ხდება ავარიისას დაღუპული ერთ-ერთი არასრულწლოვანის ვინაობა

ტრაგედია ხონში - ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც ცნობილი ხდება, ავტომობილი, რომლის საჭესთან არასრულწლოვანი იჯდა დიდი სიჩქარით მოძრაობდა და ხონი მარტვილის დამაკავშირებელ გზაზე ხიდიდან გადავარდა. 2 მძიმედ დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.

  • ცნობილი ხდება ერთ-ერთი დაღუპული არასრულწლოვანის ვინაობა. ის ფეხბურთელი ბექა წვერავაა.

“ბექა წვერავა, 2010 - ხონში, ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ადგილზე ემსხვერპლა, მათ შორის, ქუთაისის ტორპედოს აკადემიის 15 წლის ფეხბურთელი, ბექა წვერავა, რომელმაც ბოლო მატჩი 4 დღის წინ ჩაატარა...

ორი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. მათ სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ, ხოლო გარდაცვლილთა ოჯახებს ვუსამძიმრებთ და ამ უმძიმეს დროს, ვუსურვებთ გამძლეობას,“ - ავრცელებს “90 წუთი/90 min“.

იხილეთ ასევ: