ავტორი:

ქრისტე აღდგა! - მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლის პირველი კადრები

ქრისტე აღდგა! - მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლის პირველი კადრები

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.

  • იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე 15:32 საათზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:36 საათზე გადმოვიდა.

წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდანაც. იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლს საქართველოში დღეს ჩამოიტანენ. "ჯორჯიან ეარვეისის" ბორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23:40 საათზე დაეშვება.

წმინდა ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.