ავტორი:

რა არის ცნობილი პლანეტაზე, სადაც სავარაუდოდ, სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩინეს და რას მიაკვლიეს მეცნიერებმა K2-18b-ზე?

რა არის ცნობილი პლანეტაზე, სადაც სავარაუდოდ, სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩინეს და რას მიაკვლიეს მეცნიერებმა K2-18b-ზე?

მეცნიერებმა მსოფლიო გააოცეს ამბით, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, შორეულ პლანეტაზე. K2-18b სიცოცხლე არსებობს. მკვლევართა მტკიცებით, პლანეტა რომელიც დედამიწაზე ორჯერ დიდია და 120 სინათლის წლით არის დაშორებული, ლომის თანავარსკვლავედში, "სასიცოცხლო ზონაში" მდებარეობს.

კემბრიჯის უნივერსიტეტის ახალი კვლევის თანახმად, მის ატმოსფეროში უზარმაზარი რაოდენობით ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც დედამიწაზე მხოლოდ ცოცხალი ორგანიზმების მიერ წარმოიქმნება.

პლანეტა K2-18b სავარაუდოდ, კლდოვანი პლანეტაა წყალბადით მდიდარი ატმოსფეროთი და წყლის უზარმაზარი ოკეანეებით. სავარაუდოა, რომ K2-18b-ის ოკეანეები სავსეა ფიტოპლანქტონის მსგავსი პაწაწინა ორგანიზმებით, რომლებიც ახლომდებარე ვარსკვლავის ენერგიით იკვებებიან.

  • მაგრამ რაც საინტერესოა, K2-18b სამყაროში ერთადერთი არ იქნება - რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ბევრი მსგავსი პლანეტა არსებობს.

  • დარემის უნივერსიტეტის მეცნიერების პროფესორის, პიტერ ვიკერსის თქმით, ჩვენი გალაქტიკის გარეთ, სავარაუდოდ, უამრავი პლანეტაა, სადაც რაიმე სახის სიცოცხლის ფორმა არსებობს.

  • მეცნიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამყარო კიდევ ბევრი პლანეტის აღმოჩენას ელოდება, სადაც სიცოცხლისთვის შესაფერისი პირობებია.

"ეს იგივეა, ჭიქა ოკეანეში ჩაყო და თევზი ამოჰყვეს, შემდეგ კი იკითხო, არის თუ არა ოკეანეში კიდევ ბევრი თევზი“, - თქვა მან.

521 გამოკითხულ ასტრობიოლოგთა 86,6 პროცენტი დაეთანხმა, ან მტკიცედ დაეთანხმა იმას, რომ სავარაუდოა, სამყაროში სადმე მაინც არსებობდეს არამიწიერი სიცოცხლე (თუნდაც ძირითადი ფორმით), ხოლო 2 პროცენტზე ნაკლები არ დაეთანხმა. 12 პროცენტი ნეიტრალური იყო.

  • "ასე რომ, ამის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ არსებობს მყარი კონსენსუსი იმის შესახებ, რომ არამიწიერი სიცოცხლე, რაიმე ფორმით, სადღაც არსებობს“, - განაცხადეს პროფესორმა ვიკერსმა და მისმა კოლეგებმა The Conversation-ისთვის დაწერილ სტატიაში.

ბრიტანელი სამეცნიერო მწერალი და ბიოლოგი მეთიუ რიდლი თვლის, რომ "საკმაოდ უცნაური" იქნებოდა, დედამიწა სამყაროში ერთადერთი პლანეტა ყოფილიყო, სადაც სიცოცხლე არსებობს.

"სამყაროს მასშტაბის გათვალისწინებით, უფრო გასაკვირი იქნებოდა, სიცოცხლე სხვაგანაც რომ არ არსებობდეს“, - ამბობს ის ინტერვიუში.

"თუ სიცოცხლემ სხვა პლანეტებზე მილიარდობით წლით ადრე დაიწყო განვითარება, მაშინ სავარაუდოა, რომ მას საკმარისი დრო ჰქონდა არა მხოლოდ მიკრობებისა და წყალმცენარეების, არამედ ტექნოლოგიების მწარმოებელი არსებების და ალბათ სუპერ ინტელექტუალური არსებების წარმოქმნისთვისაც კი“.

  • ფიზიკოსი და სამეცნიერო მწერალი მარკ ბიუქენენიც ფიქრობს, რომ K2-18b-ის მსგავსი კიდევ ბევრი ეგზოპლანეტაა, სადაც მსგავსი სიცოცხლის ფორმები არსებობს.

ბიუქენენმა კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერების აღმოჩენა "მომხიბლავ აღმოჩენად“ შეაფასა, რადგან ის ვარაუდობს, რომ "სხვაგან უფრო განვითარებული სიცოცხლის ფორმები არსებობს“.

ახალი აღმოჩენები ჩვენი მზის სისტემის გარეთ ბიოლოგიური აქტივობის "ყველაზე ძლიერ მინიშნებას“ წარმოადგენს მკვლევართა აზრით - თუმცა ისინი ჯერ საბოლოოდ არ არის დადასტურებული.

  • რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა პლანეტა K2-18b-ზე?

პლანეტა K2-18b-ის კვლევებს ხელმძღვანელობს დოქტორი ნიკუ მადჰუსუდჰანი, კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი, რომელმაც მას ჰიკეანური სამყარო უწოდა - კლდოვანი პლანეტა წყალბადით მდიდარი ატმოსფეროთი და წყლის ოკეანეებით.

პლანეტა K2-18b, რომელიც დედამიწის მასაზე რვაჯერ მეტი და ორჯერ დიდი ზომისაა, 10 წლის წინ აღმოაჩინეს, მაგრამ მხოლოდ 2019 წელს გახდა ცნობილი K2-18b-ის ატმოსფეროში წყლის ორთქლის არსებობის შესახებ.

შემდეგ, 2023 წელს, ჯეიმს ვების ტელესკოპმა მის ატმოსფეროში ნახშირორჟანგი და მეთანი, ასევე ამიაკის ნაკლებობა აღმოაჩინა - ეს "ძალიან მნიშვნელოვანი“ აღმოჩენაა, რადგან ის მიუთითებს წყალბადით მდიდარი ატმოსფეროს ქვეშ წყლის ოკეანის არსებობაზე.

შესაძლოა, კიდევ უფრო საინტერესოა პლანეტის ატმოსფეროში დიმეთილ სულფიდის (DMS) და დიმეთილ დისულფიდის (DMDS) აღმოჩენა.

დედამიწაზე DMS და DMDS მხოლოდ სიცოცხლის, ძირითადად მიკრობული სიცოცხლის, როგორიცაა საზღვაო ფიტოპლანქტონი, მიერ წარმოიქმნება - რაც მიანიშნებს მსგავსი ფორმის სიცოცხლის არსებობაზე შორეულ პლანეტაზე. თუმცა, ჯგუფი ფრთხილობს და სურს მეტი მონაცემი მოიპოვოს, სანამ ოფიციალურად გამოაცხადებს სხვა სამყაროში სიცოცხლის აღმოჩენის შესახებ.

წყარო