ავტორი:

"ჩვენს ცაში მყოფი "შაჰედები“ არის აღდგომისადმი და ადამიანების სიცოცხლისადმი პუტინის ნამდვილი დამოკიდებულება" - ზელენსკი ე.წ სააღდგომო ზავზე

"ჩვენს ცაში მყოფი "შაჰედები“ არის აღდგომისადმი და ადამიანების სიცოცხლისადმი პუტინის ნამდვილი დამოკიდებულება" - ზელენსკი ე.წ სააღდგომო ზავზე

ჩვენს ცაში მყოფი "შაჰედები“ არის აღდგომისადმი და ადამიანების სიცოცხლისადმი პუტინის ნამდვილი დამოკიდებულება,- ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინის მიერ ე.წ. სააღდგომო ზავის გამოცხადებას და ამის შემდეგ კიევზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმას.

  • "რაც შეეხება პუტინის მორიგ მცდელობას ადამიანების სიცოცხლით ითამაშოს - ახლა უკრაინაში საჰაერო განგაშია. 17:15 საათზე ჩვენს ცაში რუსული თავდასხმითი დრონებია დაფიქსირებული.

უკრაინულმა საჰაერო თავდაცვამ და ავიაციამ უკვე დაიწყეს თავდაცვაზე მუშაობა. “შაჰედები” ჩვენს ცაში - ეს არის პუტინის ნამდვილი დამოკიდებულება აღდგომისადმი და ადამიანების სიცოცხლისადმი,” - წერს ზელენსკი