ავტორი:

"50 პროტესტი, 50 შტატი, 1 მოძრაობა“ - დონალდ ტრამპის წინააღმდეგ პროტესტი ძალას იკრებს: 80-მდე დემონსტრაცია და ათასობით ამერიკელი ქუჩაში

"50 პროტესტი, 50 შტატი, 1 მოძრაობა“ - დონალდ ტრამპის წინააღმდეგ პროტესტი ძალას იკრებს: 80-მდე დემონსტრაცია და ათასობით ამერიკელი ქუჩაში

აშშ-ში ათასობით მოქალაქემ დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქციები გამართა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი ქმედებების გასაპროტესტებლად შეერთებული შტატების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტები თეთრი სახლთან, Tesla-ს დილერების შენობებთან და ქალაქების ცენტრებში შეიკრიბნენ და სხვადასხვა საკითხზე უკმაყოფილება გამოხატეს, მათ შორის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ქმედებებზე.

საპროტესტო აქციების მონაწილეების ნაწილს ეჭირა პლაკატები წარწერით : „არა მეფეებს“.

დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო დემონსტრაციის “50501“ („50 პროტესტი, 50 შტატი, 1 მოძრაობა“) ფარგლებში 80-ზე მეტი საპროტესტო აქცია გაიმართა.