ავტორი:

Fox News-მა კიევი რუსეთის ქალაქად მოიხსენია - უკრაინის საგარეო უწყება ბოდიშის მოხდას ითხოვს

Fox News-მა კიევი რუსეთის ქალაქად მოიხსენია - უკრაინის საგარეო უწყება ბოდიშის მოხდას ითხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო Fox News-სგან ბოდიშის მოხდას ითხოვს იმ ფაქტის გამო, რომ გამოცემამ სააღგომო წირვის ტრანსლაციის დროს კიევი რუსულ ქალაქად მოიხსენია.

  • „თუ ეს შეცდომა იყო და არა განზრახ პოლიტიკური განცხადება, საჭიროა ბოდიში და გამოძიება იმის დასადგენად, თუ ვინ დაუშვა შეცდომა“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გეორგი ტიხი სოციალურ ქსელში.

Fox News-ზე, კიევში მიმდინარე სააღდგომო წირვის ტრანსლირებისას, გამოჩნდა წარწერა „კიევი, რუსეთი“, რომელიც ეთერში რამდენიმე წუთის განმავლობაში დარჩა.