ავტორი:

რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

კათოლიკური ეკლესიის ლიდერი, პაპი ფრანცისკე, გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი ვატიკანის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • „ძვირფასო ძმებო და დებო, ღრმა მწუხარებით გაცნობებთ ჩვენი წმინდა მამის, ფრანცისკეს გარდაცვალების შესახებ“, - განაცხადა კარდინალმა კევინ ფარელმა ვოდეო მიმართვაში.

პაპი ფრანცისკე 88 წლის იყო. ის კათოლიკურ ეკლესიას ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

ბოლო წლებში პაპს ჯანმრთელობის არაერთი პრობლემა ჰქონდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობა სულ უფრო და უფრო უარესდებოდა.

  • ურსულა ფონ დერ ლაიენი და კაია კალასი რომის პაპის გარდაცვალებას ეხმაურებიან

"როდესაც ცოტა ხნის წინ რომში შევხვდით, მადლობა გადავუხადე პაპ ფრანცისკეს მისი ძლიერი ლიდერობისთვის ყველაზე დაუცველი ადამიანებისა და ადამიანური ღირსების დაცვაში. ვუსამძიმრებ ყველა კათოლიკეს მსოფლიოში“, - წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი.

"დღეს მსოფლიო გლოვობს პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას. მან თავისი თავმდაბლობითა და უმანკო სიყვარულით მილიონობით ადამიანი შთააგონა, მათ შორის კათოლიკური ეკლესიის მიღმაც კი. ჩემი ფიქრები ყველასთანაა, ვინც ამ დიდ დანაკარგს განიცდის“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

წყარო