ავტორი:

დაპირისპირება რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის - სავარაუდოდ, დააკავეს რამდენიმე პირი

დაპირისპირება რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის - სავარაუდოდ, დააკავეს რამდენიმე პირი

პარლამენტთან, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაა. პოლიციას აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან ძალის გამოყენებით გადაჰყავს.

  • ადგილზე, სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავეს.

მანამდე, საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს, თუმცა მოქალაქეები ამ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.

ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

კერძოდ, საავტომობილო გზაზე გადაადგილება მას შემდეგ აღდგა, რაც პოლიციამ გზის სავალი ნაწილიდან აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით გადაიყვანა.