ავტორი:

დაპირისპირება ლეონიძის ქუჩაზე, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებსა და პოლიციას შორის - რა ვითარებაა ადგილზე

დაპირისპირება ლეონიძის ქუჩაზე, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებსა და პოლიციას შორის - რა ვითარებაა ადგილზე

პარლამენტის შენობასთან შეკრებილები მსვლელობას მართავენ. მათ ლეონიძის ქუჩაზე გადაინაცვლეს და გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

  • ისინი მოუწოდებდნენ აქციის მონაწილეებს, ტერიტორია გაეთავისუფლებინათ.

ადგილზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება იყო.

ისმოდა შეძახილები: “მონა”, “მონა”.

სამართალდამცველებმა დაპირისპირებისას, აქციის ერთ-ერთი მონაწილე საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს და აგილიდან გაიყვანეს.

თავისუფლების მოედანზე ამ დროისთვის სამართალდამცველები არიან მობილიზებული.