ავტორი:

უკრაინამ ისრაელისგან უახლესი პრეპარატის 12 000 დოზა შეიძინა, რომელიც ბირთვულის საფრთხის შემთხვევაში გამოიყენება

უკრაინამ ისრაელისგან უახლესი პრეპარატის 12 000 დოზა შეიძინა, რომელიც ბირთვულის საფრთხის შემთხვევაში გამოიყენება

The Times of Israel-ის ცნობით, უკრაინის ჭიპლარის სისხლის ბანკმა ისრაელის კომპანია Pluri-გან შეიძინა პრეპარატი, რომელიც ბირთვული აფეთქების შედეგად, რადიაციისგან დაზიანებული ადამიანების სამკურნალოდ გამოიყენება.

  • კონტრაქტის მიხედვით, კომპანიამ უკრაინას 12 000 დოზა რადიაციული დაავადებების სამკურნალო წამალი, PLX-R18-ის უნდა გადასცეს.

გამოცემის მიხედვით, პრეპარატი ხელს უწყობს რადიაციით დაზიანებული თრომბოციტების, ასევე სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების აღდგენას.

გავრცელებული ინფორმაციით, მთლიანობაში უკრაინა მიიღებს დოზებს, რომლებიც საკმარისი იქნება 6 000 ადამიანის სამკურნალოდ.

პრეპარატი შეინახება და ბირთვული საფრთხის შემთხვევაში, საჭიროების მიხედვით გაიგზავნება მთელი ქვეყნის საავადმყოფოებში.

იხილეთ ასევე: