ავტორი:

თბილისში, მდინარე “ვერეში“ ავტომობილი გაიჭედა - მოქალაქეები მის ამოყვანას ცდილობენ (ვიდეო)

თბილისში, მდინარე “ვერეში“ ავტომობილი გაიჭედა - მოქალაქეები მის ამოყვანას ცდილობენ (ვიდეო)

თბილისში, საბურთალოს სასაფლაოსთან, მდინარე “ვერეში“ ავტომობილი გაიჭედა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ თავად ავტომობილის მეპატრონემ გაავრცელა. როგორც ის წერდა, მათი ამოყვანა ვერც 112-მა და ვერც კერძო კომპანიამ შეძლო, ამიტომ საზოგადოებას სთხოვდა დახმარებას.

ფეისბუქ გვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს“, ავრცელებს ინფორმაციას, რომ დასახმარებლად მოქალაქეები მივიდნენ.

მოხერხდა თუ არა ავტომობილის ამოყვანა, ჯერჯერობით უცნობია.

განახლებული ინფორმაციით, 5 საათიანი მცდელობის შემდეგ, “ოფროუდერებმა“ მანქანის ამოყვანა შეძლეს.