ავტორი:

ტრაგედია კახეთში - მამა და შვილები ტბაში დაიხრჩვნენ

ტრაგედია კახეთში - მამა და შვილები ტბაში დაიხრჩვნენ

ტრაგედია დატრიალდა კახეთში. თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ხოდაშენში მცხოვრები მამაკაცი და მისი ორი შვილი ტბაში დაიხრჩვნენ.

  • გარდაცვლილები არიან გია ბურნაძე და მისი 11 და 13 წლის ბიჭები.

არსებული ინფორმაციით, მამა-შვილებს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ და გუშინ იპოვეს. მამა და შვილები სოფელ ფოლადაანთკართან არსებულ ტბაში დაიხრჩვნენ.

დამატებით დეტალებს AMBEBI.GE არკვევს.