ავტორი:

"აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მეუღლესა და ძმას გაუზიარა "ჰუსიტების" წინააღმდეგ თავდასხმის გეგმები" - კიდევ ერთი "არეული ჩათი" და ტრამპის გამოხმაურება

"აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მეუღლესა და ძმას გაუზიარა "ჰუსიტების" წინააღმდეგ თავდასხმის გეგმები" - კიდევ ერთი "არეული ჩათი" და ტრამპის გამოხმაურება

პიტ ჰეგსეტი შესანიშნავად მუშაობს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

  • აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა Signal-ის ჩატში „ჰუსიტებზე“ იერიშების დეტალები გააზიარა, „ყალბი ამბები“ უწოდა.

"პიტი შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს. მისით ყველა ბედნიერია. ეს ყალბი ამბებია. ისინი ისტორიებს იგონებენ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, კითხვაზე, გახდა თუ არა პენტაგონი დისფუნქციური, მას შემდეგ, რაც ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჰეგსეტის რამდენიმე მრჩეველი გაათავისუფლეს, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ არა.

"არავითარი დისფუნქცია არ არის. ჰუსიტებს კითხეთ როგორი დისფუნქცია აქვთ მათ“, - უპასუხა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, მანამდე CNN-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ჰიტ ჰეგსეტმა „ჰუსიტებზე“ სარაკეტო იერიშების შესახებ დეტალები Signal-ის ჩატში, სადაც წევრებს შორის მისი მეუღლე, ადვოკატი და ძმაც იყო, უკვე მეორედ გააზიარა.