ავტორი:

ეკვადორში ცოცხლად დაწვეს ბრიტანელი ტურისტი, რომელიც ადგილობრივის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი - რას დეტალებს წერს მედია

ეკვადორში ცოცხლად დაწვეს ბრიტანელი ტურისტი, რომელიც ადგილობრივის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი - რას დეტალებს წერს მედია

ბრიტანელი მამაკაცი ეკვადორში ლინჩის წესით გაასამართლეს და ცოცხლად დაწვეს.

როგორც The telegraph წერს, ბრიტანელი მამაკაცი, რომელსაც ბრალი ედებოდა ადგილობრივი კაცის მკვლელობაში, ადგილობრივმა მოსახლეობამ მამაკაცი პოლიციის განყოფილებიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანა და პოლიციელების თვალწინ წაუკიდეს ცეცხლი.

ფაქტი ეკვადორის ამაზონის ტროპიკულ ტყეში მოხდა.

ბრიტანელი ტურისტი დაკავების შემდეგ

ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ უცნობი მამაკაცი ადგილობრივის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი რის გამოც პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. დაკავებული 6 საათის განმავლობაში იმყოფებოდა განყოფილებაში, ხოლო შემდეგ სამართალდამცველებმა მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ვერ შეძლეს.

  • ინტერნეტში ვრცელდება ფოტოებიც, სადაც ჩანს, რომ ბრიტანელი მამაკაცი პოლიციის განყოფილების წინ წევს.

ეკვადორის საინფორმაციო სააგენტო Ecuavisa იტყობინება, რომ მანამდე მკვლელობა ამაზონის რეგიონში, კუიაბენოს ველური ბუნების თავშესაფარში მოხდა.

ადგილობრივმა ტელევიზიის ინფორმაციით, 20 აპრილს მოკლული იპოვეს ადგილობრივი ეკვადორელი როდრიგო ჩავესი.

წყარო