ავტორი:

ლაგოდეხში მამაკაცი სარწყავ არხში ჩავარდა და დაიღუპა

ლაგოდეხში მამაკაცი სარწყავ არხში ჩავარდა და დაიღუპა

ლაგოდეხში უბედურ შემთხვევას შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს ფეხი დაუცურდა და სარწყავ არხში ჩავარდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სამაშველო სამსახური, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.