ავტორი:

"წარმოუდგენელია არასოდეს იჩხუბო ადამიანთან, რომელიც გიყვარს" - რატომ გააკრიტიკეს ჯორჯ კლუნი, რომელმაც მეუღლესთან ცხოვრების დეტალებზე ისაუბრა

"წარმოუდგენელია არასოდეს იჩხუბო ადამიანთან, რომელიც გიყვარს" - რატომ გააკრიტიკეს  ჯორჯ კლუნი, რომელმაც მეუღლესთან ცხოვრების დეტალებზე ისაუბრა

ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯორჯ კლუნი უკვე ათ წელზე მეტია დაქორწინებულია ადვოკატზე, უფლებადამცველ ამალ კლუნზე და წყვილზე საკმაოდ ბევრი ჭორი ვრცელდება.

ახლახან მსახიობმა CBS Mornings-ის ეთერში აღიარა, რომ მას და ამალს აქამდე არანაირი კონფლიქტი არ ჰქონიათ, რამაც თაყვანისმცემლებს შორის კითხვები გააჩინა.

  • კინოვარსკვლავმა შოუში მისი ბოლო ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.

"მახსოვს, ერთხელ აქ ვიყავით და ვთქვით, რომ არასდროს გვიჩხუბია... და დღემდე არ გვიჩხუბია. ვცდილობთ ვიპოვოთ ჩხუბის მიზეზი! იღბლიანი ვარ, რომ შევხვდი ამ წარმოუდგენელ ქალს. ვგრძნობ, რომ ჯეკპოტი მოვიგე. დღე არ გავა არ ვიფიქრო, რომ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ. ეს შესანიშნავია," - თქვა კლუნმა.

  • ვრცელდება ჭორები, რომ წყვილს სხვადასხვა საძინებელში სძინავს. ამას მათი გულშემატკივრებიც აღნიშნავენ.

ჯორჯ კლუნს სოციალური ქსელის მომხმარებლებმა “მატყუარაც“ უწოდეს. ისინი მათ ყალბად მიიჩნევენ და აღნიშნავენ, რომ “წარმოუდგენელია არასოდეს იჩხუბო, იკამათო ან აღელდე ადამიანთან, რომელიც გიყვარს“.

რაც შეეხება მათ ურთიერთობას, ამალ და ჯორჯ კლუნებს მანამდეც არაერთხელ აქვთ აღნიშნული, რომ არასოდეს უკამათიათ.

"ეს იყო ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება ჩვენს ცხოვრებაში. არასდროს გვქონია კამათი. ეს აგიჟებს ზოგიერთ ჩემს მეგობარს. მე მყავს ბიძაშვილი და ფაქტობრივად, ყოველ ჯერზე, როცა მას ვხედავთ, მეკითხება: “ჯერ არ გიჩხუბიათ?" - ამბობდა ამალ კლუნი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ჯორჯი და ამალი 2014 წლის აპრილში დაინიშნნენ და დაქორწინდნენ 2014 წლის 27 სექტემბერს იტალიაში, Ca' Farsetti Castle-ში დაქორწინდნენ.

2017 წლის 6 ივნისს მათ შეეძინათ ტყუპები ელა და ალექსანდრე.

წყარო

იხილეთ ასევე: