ავტორი:

რუსი ჟურნალისტი შინაპატიმრობიდან გაიქცა - რა არის ცნობილი ეკატერინა ბარაბაშის საქმეზე, რომელსაც ახლა რუსეთის პოლიცია ეძებს

რუსი ჟურნალისტი შინაპატიმრობიდან გაიქცა - რა არის ცნობილი ეკატერინა ბარაბაშის საქმეზე, რომელსაც ახლა რუსეთის პოლიცია ეძებს

რუსმა ჟურნალისტმა, რომელსაც არმიის კრიტიკისთვის 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, შინაპატიმრობიდან გაქცევა მოახერხა და ახლა პოლიცია მის სამძებრო სამუშაოებს ატარებს. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო მედია იტყობინება.

  • 63 წლის ეკატერინა ბარაბაში თებერვალში, რუსული შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით დააკავეს.

"ბრალდებული ძებნილად გამოცხადდა," - განაცხადა რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის მოსკოვის ფილიალმა, როგორც სახელმწიფო სააგენტო "ტასი" იტყობინება. ხელისუფლებას მისი გაუჩინარების შესახებ ელექტრონული მონიტორინგის სისტემამ 13 აპრილს აცნობა.

მას შემდეგ, რაც რუსეთი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა, ხელისუფლებამ ათასობით საქმე აღძრა იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც არმიის დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ.

ბარაბაში რამდენიმე საინფორმაციო საშუალებისთვის წერდა, მათ შორის "რესპუბლიკისა" და Radio France Internationale-ს რუსული სერვისისთვის.

  • იგი უკრაინაში მოსკოვის სამხედრო ოპერაციის ხმამაღალი კრიტიკოსი იყო და 2022 წლის მარტში ფეისბუქზე წერდა, რომ რუსეთმა "ქვეყანა დაბომბა" და "მთელი ქალაქები მიწასთან გაასწორა".

რუსეთმა, რომელიც სამოქალაქო პირებზე თავდასხმას უარყოფს, მისი არმიისა და უკრაინაში სამხედრო ოპერაციების კრიტიკა შეჭრის დაწყების შემდეგ მალევე უკანონოდ გამოაცხადა.

უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ამ კანონს დისიდენტებზე უპრეცედენტო შეტევისთვის იყენებს, რაც საბჭოთა ეპოქას მოგვაგონებს.

შინაპატიმრობიდან გაქცევა რუსეთში სარისკოა, თუმცა არა - უპრეცედენტო. რუსული სახელმწიფო ტელევიზიის ყოფილმა ჟურნალისტმა, მარინა ოვსიანიკოვამ, რომელმაც უკრაინის კონფლიქტის წინააღმდეგ პირდაპირ ეთერში გამოხატა პროტესტი, რუსეთიდან გაქცევა 2022 წელს, შინაპატიმრობიდან გაქცევის შემდეგ მოახერხა.

წყარო