ავტორი:

რუსებმა ზაპოროჟიესა და კუპიანსკს საჰაერო მართვადი ბომბებით შეუტიეს - არის მსხვერპლი

რუსებმა ზაპოროჟიესა და კუპიანსკს საჰაერო მართვადი ბომბებით შეუტიეს - არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაზიანდა მრავალსართულიანი შენობა და ავტომობილები დაიწვა.

  • ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსებმა ქალაქს საჰაერო მართვადი ბომბებით შეუტიეს.

ამასთან, რუსებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკს დაარტყეს.

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, მტერმა კუპიანსკს საჰაერო მართვადი ბომბებით შეუტია, რის შედეგადაც განადგურდა ან დაზიანდა 55 კერძო სახლი, დაშავდა შვიდი ადამიანი.